Last.fm → ДДТ – Piter

TopCoder; პირველი ხაზები;

20 დეკემბერი, 2009 — 3:20, 6 კომენტარი ტეგები: , , , , , , , ,

გუშინწინ პირველად მოვხვდი იმ სამყაროში, რომელსაც პროგრამირების ოლიმპიადები ჰქვია.

ალბათ უკვე ზედმეტად გვიან არის ჩემთვის მაგ სპორტში სერიოზულად შეტოპვა, თუმცა მაინც მომიწია სანგუდან გამოსვლა და უნდა ვაღიარო, რომ როგორც მინიმუმ ძალიან აზარტულ/სასიამოვნო და ზოგადად კარგი გასართობი რამეა; და სისტემატურად გამოსვლების შემთხვევაში ტვინი მაინც ვარჯიშობს, სხვა თუ არაფერი.

ვრცლად→

Enso

30 ნოემბერი, 2009 — 5:28, 7 კომენტარი ტეგები: , , ,

არც ისე დიდი ხნის წინ გადავაწყდი ამ პროგრამას და აღფრთოვანებული ვარ, როგორი კარგი იდეაა :)

Enso Launcher - ეს არის პატარა აპლიკაცია, რომელიც ეშვება თქვენს ოპერაციულ სისტემაში და საშუალებას გაძლევთ, რომ სწრაფი წვდომა გქონდეთ თქვენს პროგრამებთან და საქაღალდეებთან.

ძალიან მარტივად, რამდენიმე ბრძანების კომბინაციით თქვენ შეძლებთ, რომ სწრაფად გახსნათ ნებისმიერი პროგრამა, ფოლდერი, ბრაუზერი, საიტი და ძებნაც კი მოახდინოთ Google-ში.

ინსტალაციის და გაშვების შემდეგ, თუკი დააჭერთ ღილაკს Caps Lock და ამასთანავე აკრეფთ Open და შემდეგ აპლიკაციის სახელს, პროგრამა მაშინვე დაიწყებს ჩატვირთვას.
მაგალითად, (Caps Lock) Open Calculator და გაეშვება კალკულატორი. იგივეა ნებისმიერ სხვა პროგრამაზე. საკმარისია აკრიფოთ პირველი რამოდენიმე სიმბოლო პროგრამის დასახელების და თუკი ასეთი აპლიკაცია მოიძებნება, მაშინ Enso თვითონ დაამთავრებს პროგრამის დასახელებას.

ვრცლად→

თბილისური Love Story

02 ნოემბერი, 2009 — 7:40, 34 კომენტარი ტეგები: , , , , , , , ,

შოკში ვარ! …

გუშინ შემთხვევით მოვხვდი ამ ფილმზე ამირანში. დაბარზში სულ ვიყავით მაქსიმუმ 10 ადამიანი. აქედან გამომდინარე შექმნილი განწყობის მიუხედავად, რაც მე იქ ვნახე ეს იყო სრული კატასტროფა… არც კი ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო იმის ზუსტად აღსაწერად, როგორი იყო ეს ფილმი…

არ წახვიდეთ ამ ფილმზე!

არ გადაყაროთ ფული ამ ფილმზე!

ვრცლად→

To live my life backwards :)

15 ოქტომბერი, 2009 — 0:58, 3 კომენტარი ტეგები: , ,

“In my next life I want to live my life backwards. You start out dead and get that out of the way. Then you wake up in an old people’s home feeling better every day. You get kicked out for being too healthy, go collect your pension, and then when you start work, you get a gold watch and a party on your first day. You work for 40 years until you’re young enough to enjoy your retirement. You party, drink alcohol, and are generally promiscuous, then you are ready for high school. You then go to primary school, you become a kid, you play. You have no responsibilities, you become a baby until you are born. And then you spend your last 9 months floating in luxurious spa-like conditions with central heating and room service on tap, larger quarters every day and then Voila! You finish off as an orgasm!”

მადლობა ნელიკოს რომ კარგ ხასიათზე დამაყენა :))

ვრცლად→

Regina Spektor - Fidelity

01 აგვისტო, 2009 — 5:23, 4 კომენტარი ტეგები: ,

ვრცლად→

… ჩემს ნენეს კი, ეძახიან თათარს

15 ივნისი, 2009 — 6:50, 11 კომენტარი ტეგები: ,

ცოტა ხნის წინ ვნახე ეს ვიდეო შემთხვევით და … არ ვიცი, სიტყვებით მართლა არ შემიძლია იმის გადმოცემა, როგორ იმოქმედა ჩემზე… და დამაფიქრა… ძააან დამაფიქრა..

უყურეთ:

ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს… from jibla on Vimeo.

ვრცლად→

The End

13 ივნისი, 2009 — 0:38, 12 კომენტარი ტეგები: , , , , , ,

პარასკევი, 12 ივნისი, 2009 წელი - დღეს ჩატარდა ბოლო ლექციები თსუში და დაიწყო სესიების პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიხურა მორიგი სასწავლო წელი და დაიწყო საზაფხულო არდადეგები ^^ (მისწორებს ეს სიტყვა).
ჩემთვის კი (კიდევ ბევრი ჩემი მეგობრისთვის და ზოგადად, 2005 წელს ჩარიცხული ნაკადისთვის) დღეს რეალურად დასრულდა ის ოთხწლიანი ბაკალავრიატის კურსი, რომელსაც სტუდენტობას ეძახიან ხოლმე.

ჰოდა გადავწყვიტე, რომ ამ ოთხი წლის გადასახედიდან მოგიყვეთ ყველაფერი რაც ვნახე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შევეცდები, რომ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო ის, რაც ხდებოდა და ხდება იქ. ვეცდები, რომ ამ პოსტში მე თვითონაც გავაანალიზო, რა იყო ჩემთვის უნივერსიტეტი და ფიზ.ფაკი - რა მომცა, რა წამართვა, რა არის კარგი დღეს უნივერსიტეტში, რა არის ცუდი და ა.შ.

ვრცლად→

1991 წელი. ოპოზიცია.

24 აპრილი, 2009 — 3:18, 11 კომენტარი ტეგები: , , ,

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ალბათ არც დავწერდი პოსტს, შემთხვევით ამ ჩანაწერს რომ არ გადავწყდომოდი myvideo.ge-ზე.

ვრცლად→

ეკლესიის დიქტატურა…

17 იანვარი, 2009 — 0:34, 21 კომენტარი ტეგები: , , , , ,

ჩვენ ვცხოვრობთ ეკლესიის დიქტატურის პირობებში…

ეს არის მთლიანად მიუღებელი ჩემთვის! არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტდეს და ყველაფერი ეკლესიის გემოვნებით კეთდებოდეს.

ჯერ კიდევ არ დამთავრებულა გადაცემა, რომელშიც გადაწყდა რომ ეკლესიის მოთხოვნით, თუ თხოვნით, თუ სურვილით, იმის გამო რომ თურმე წმინდანების “შეჯიბრი” ცოდვაა, ეს გადაცემა უნდა დაიხუროს…

იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს მოსაზრება ყველაზე მაღალი დონის დემაგოგიაა რაც ოდესმე შემხვედრია, მთავარი მაინც სხვაა.. მთავარი ისაა, რომ .. ჩვენთან ხო ბევრს ლაპარაკობენ, რომ საქართველოში მიშა სააკაშვილის დიქტატურაა და ყველა ტელევიზია ნაყიდი აქვს და მერაბიშვილის გარეშე არაფერი არ ხდება და ა.შ. საქმე იმაშია, რომ რეალობა არის კიდევ ერთი რამ: ჩვენთან ქვეყანაშ არის საეკლესიო დიქტატურა!!! მართლა არის!!!! არ შეიძება რომ ყველაფერში მართალი იყოს ეკლესია… 

ვრცლად→

დაგველოდეთ. ჩვენ შევცვლით ჯინეტს. :)

09 იანვარი, 2009 — 1:43, 8 კომენტარი ტეგები: , , , , ,

შობას გილოცავთ :)

როგორც იქნა დადგა ის დღე, როცა მომიწია ამ პოსტის დაწერა :)

ომედია სტუდია ეთერშია — http://omedia.ge/
გვეღირსა და გავუშვით ჩვენი სტუდიის საიტი :)
სტუდიის, რომელსაც უნდა გავაკეთებინოთ ძალიან ბევრი ძალიან ძალიან კარგი საქმე.
სტუდიის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ყველაზე განსხვავებული, ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე პროფესიონალური და ქმნის ყველაზე ხარისხიან პროდუქტს ქართულ ნეტში!
სტუდიის, რომელსაც ბოლო წელიწადნახევარია ვაკეთებთ და ველოლიავებით :D
სტუდია, რომლითაც მთლიანად შეგიცვლით წარმოდგენას ინტერნეტზე.

ვრცლად→
წინ →